20 რამ, რაც ყველა დედამ უნდა ასწავლოს ქალიშვილს
იყო დედა ყველაზე დიდი საჩუქარი და ალბათ ყველაზე რთული პროფესიაა. ბავშვის აღზრდისას, ხშირად რთულია შეარჩიო საჭირო სიტყვები ემოციებისა და სურვილების გამოსახატად. ნახეთ, 20 რამ, რაც თავის ქალიშვილს ყველა დედამ უნდა ასწავლოს.
1. შენი ბედნიერება არის მხოლოდ შენი ბედნიერება. იცხოვრე შენი ცხოვრებით.
2. არაფერი დაშავდება თუ დამატებით კიდევ ერთ ნაჭერ პიცას შეჭამ.
3. ჩაიცვი ის, რაც თავს გრაციოზულად და კომფორტულად გაგრძნობინებს.
4. ეცადე, შეინარჩუნო ურთიერთობა იმ მეგობრებთანაც, რომლებთანაც მანძილი გაშორებს.
5. ეცადე აქციო ცხოვრება უფრო სასიამოვნოდ.
6. ისწავლე საკუთარ შეცდომებზე.
7. შენი აკადემიური მოსწრება სკოლასა და უნივერსიტეტში შენს პიროვნებას ვერ განსაზღვრავს.
8. ხანდახან ყველა ადამიანში იჩენს თავს სისუსტე და ამაში არაფერია უცნაური.
9. შეიყვარე გარშემო მყოფი ქალები და მხარი დაუჭირე მათ რთულ მომენტში.
10. ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია ხდება.
11. 26 წლამდე კაცები არ არიან ჩამოყალიბებულნი.
12. გამოხატე ბრაზი, მწუხარება, გამოხატე ემოციები ყოველთვის, როცა ბედნიერი ხარ და როცა გტკივა.
13. გახსოვდეს, რომ თავმდაბლობა და მორჩილება არ არის სინონიმები.
14. გაუფრთხილდი სახის კანს და განსაკუთრებით იზრუნე მასზე.
15. გადადე საქმე ხვალისთვის, თუკი გაკეთება დღეს არ შეგიძლია. მიეცი თავს დასვენების საშუალება.
16. არსებობენ ისეთი კაცები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აარიდო თავი.
17. გახსოვდეს, რომ ზოგჯერ ის, რაც საზოგადოებას სწორი ჰგონია, სულაც არ არის მართებული.
18. მართებული და სწორია ყველაფერი ის, რაც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს.
19. იკამათე თამამად და არგუმენტირებულად.
20. გქონდეს შენი მოსაზრება.
regarder.ge