თეგებით ძიება

საქართველო საწყის ეტაპზე 29 250 ერთეულ ვაქცინას მიიღებს - თამარ გაბუნია

საქართველოში თებერვლის ბოლომდე "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა, რომლითაც პირველ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება, შემდეგ ეტაპზე კი - 75- წელს გადაცილებული მოსახლეობა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინები 29 250 ოდენობის ერთეულის იქნება. მისივე განცხადებით, ვაქცინაცია დიდ კლინიკებში ჩატარდება, ესენია - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდი კლინიკები.

"თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, ქვეყანაში "ფაიზერის" პირველი პარტია შემოვა. ვაქცინები იქნება 29 250 ოდენობის ერთეულის, ეს კი განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის ფეროს მუშაკებისთვის. ეს გახლავთ პირველი პრიორიტეტი, შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი უკვე ცნობილი ვაქცინების მობილიზება მოხდება, "ფაიზერის" ვაქცინას "ასტრაზენეკაც" დაემატება. ვაქცინაცია დიდ კლინიკებში ჩატარდება, ეს მოხდება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ კლინიკებში," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა