თეგებით ძიება
31. 01. 2021 მსოფლიო

საქმროსთან გადაღებული ფოტოს გამო, ძმამ და ქორწილამდე ერთი დღით ადრე მოკლა

საქმროსთან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო, ძმამ საკუთარი და მის ქორწილამდე ერთი დღით ადრე მოკლა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალმა საქმროსთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ასევე გაუგზავნა ნათესავებს.

გავრცელებული ცნობით, წყვილი ურთიერთობაში რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა, ისინი დაქორწინებას შემთხვევიდან მეორე დღეს აპირებდნენ. ქალის ძმა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. დის და სასიძოს ერთობლივი ფოტოების ნახვის შემდეგ, ის გაბრაზდა და საკუთარ დას რევოლვერიდან რამდენჯერმე ესროლა.

დამნაშავე პოლიციამ დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა