თეგებით ძიება
31. 01. 2021 მსოფლიო

მოდელი იძულებული გახდა მრეცხავი გამხდარიყო - მასზე ქმრიანი ქალები ეჭვიანობენ

ყაზახი მოდელი, "მის ყიზილორდა 2017", გულნურ ნურტაზი იძულებულია ერთ-ერთ კაფეში მრეცხავად იმუშაოს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გოგონა სამზარეულოში ნიორსაც ასუფთავებს და ჭურჭელსაც რეცხავს.

როგორც მოდელის ნაცნობები აცხადებენ, მას ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას, ახალგაზრდა გოგოს მშობლები გარდაეცვალა და იძულებულია საკუთარ თავზე თვითონ იზრუნოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოდელისთვის სათანადო სამსახურის შოვნაც რთულია მისი სილამაზის გამო. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ლამაზი მოდელი მამრობითი სქესის ყურადღებას იქცევს, მათ შორის ცოლიანი მამაკაცების, რომლებიც მას უჩვეულო სიურპრიზებს უწყობენ. ქალისადმი ქმრების მსგავსი ყურადღება ცოლების ეჭვიანობას იწვევს, რომლებიც თავის მხრივ გარკვეულ ბარიერს უქმნიან მოდელს სამსახურის პოვნაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა