თეგებით ძიება
31. 01. 2021 მსოფლიო

კაცის შესანარჩუნებლად, ქალი 9 თვე ორსულის როლს თამაშობდა - საქმე სასამართლოშია

9 თვის განმავლობაში ბრიტანელი ჟაკლინ მაკჰოუენი ორსული ქალის იმიტაციას აკეთებდა და თვალსაჩინოებისათვის ყალბ მუცელს ატარებდა. ამ ნაბიჯით ქალს ახალგაზრდა პარტნიორის შენარჩუნება უნდოდა.

ჟაკლინ მაკჰოუენის პარტნიორთან ერთად მოტყუებულთა რიგებში კაცის მშობლები და დედამისიც აღმოჩნდნენ. ქალი მათ ფოტოებს უგზავნიდა და მათთან ერთად მომავალი ბავშის სახელს არჩევდა.

გარდა ამისა, ბავშვის მამას აუკრძალა ექიმთან ვიზიტის დროს გაჰყოლოდა და მას ბავშვის აღზრდაში მონაწილეობაზეც უარი უთხრა. მოგვიანებით, ყოფილი შეყვარებულის ძმას განუცხადა ქალმა, რომ ბავშვს მისგან ელოდებოდა და არა ყოფილი შეყვარებულისგან.

საბოლოო ჯამში საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლო სხდომაზე ქალმა დანაშაული აღიარა. საქმეზე განაჩენი ჯერჯერობი გამოტანილი არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა