2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი - პირადი ციფრი 5
ცხოვრება განმეორებადი ციკლებისგან შედგება და თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.
წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ჩვენ ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში 2021.
გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:
2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2
შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.
იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ნომერი და წაიკითხეთ მისი აღწერა.
5 - მოხალისეობა და ხალხის მომსახურება, როგორც ცხოვრების ახალი გზა
ადამიანები, რომლებსაც პირადი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება ჩვევიათ, ადამიანური ურთიერთობების ახალ საზღვარს აღმოაჩენენ: სხვა ადამიანების უანგარო დახმარება თქვენთვის ერთგვარი ნარკოტიკი გახდება, რომელზეც დიდი ხნით დეამოკიდებული გახდებით. ეცადეთ ზომიერება დაიცვათ და არ გადააჭარბოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ახლობლებიც ასევე ძვირფასები არიან თქვენთვის და მათაც ისევე სჭირდებათ თქვენი სიყვარული, როგორც მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს.
ისინი, ვისაც აქამდე მთელი ყურადღება ადამიანების დახმარებაზე ჰქონდა გადატანილი, შეიძლება ახლა ოთხფეხა მეგობრების დახმარებაზე გადავიდნენ და ცხოველების თავშესაფრებში ან ვეტერინარულ კლინიკებში მოხალისეებად იმუშაონ. სავარაუდოდ, შინაურ ცხოველებს ახალი პატრონების პოვნაში დაეხმარებით და ერთ-ერთი ასეთი პატრონი თავადაც გახდებით. მშვნიერი გადაწყვეტილებაა - კატასთან ან ძაღლთან ურთიერთობა ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას გაუჩენს და სხვაზე ზრუნვას ასწავლის. ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ზურგს და სახსრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაუფრთხულებლობის გამო, შეიძლება რაღაც დაიზიანოთ, ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.
სიყვარული
თუ ჯერჯერობით მარტოხელა ხართ, კარგად დააკვირდით ადამიანს, ვის გვერდითაც დიდ დროს ატარებთ. შესაძლოა, თქვენი მომავალი სიყვარული მეგობრებს ან ახლო ნაცნობებს შორის იმალება და ვერ ამჩნევთ. მათ, ვინც საყვარელი ადამიანი უკვე იპოვა, ერთობლივი შვებულება ან მოკლე მოგზაურობა უნდა დაგეგმონ. ეს თქვენს გრძნობებს მხოლოდ გააღრმავებს და გააძლიერებს.