თეგებით ძიება
31. 01. 2021 მსოფლიო

რუსეთში, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 4000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 4000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის მხოლოდ მოსკოვში დაკავებულია 1150 ადამიანი. დაკავებულთა შორის არის ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია. ის სამართალდამცველებმა მსვლელობის დროს აიყვანეს. ოპოზიციონერის მეუღლისთვის არ განუმარტავთ, თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. მასთან ადვოკატსაც არ უშვებენ.

აქციების გამო მოქმედებს საგანგებო ზომები: დახურულია მეტროს 7 სადგური, ასევე შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი.

რუსეთში მიმდინარე აქციებს და დაკევაბებს მოჰყვა დასავლეთის რეაქცია. მოსკოვს ვაშინგტონი აკრიტიკებს. ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენი გმობს ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ.

ქვეყნის მასშტაბით აქციები 23 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ რაც რუსეთში დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა