თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა- მოქმედი პრეზიდენტი დაკავებულია და ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული

მიანმარში ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მინი და სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი დააკავეს. ამის შესახებ ინფრორმაცია Reuters-მა გაავრცელა მმართველი პარტიაზე დაყრდნობით. როგორც მმართველ პარტიაში „ დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგაში“ აცხადებენ, დაპატიმრებების მიღმა სამხედროები დგანან.

მედიის განცხადებით, 29 იანვარს მთავრობისა და შეიარაღბული ძალების წარმომადგენელთა შეხვედრა ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკირი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით კონსესუსით ვერ დასრულდა. ოპოზიცია საპარლამენტო შედეგებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს.

2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიამ გაიმარჯვა. სამხედროები მხარს უჭერდნენ „სოლიდარობისა და განვითარების“ პარტიას, რომელმაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მინიმალური ხმათა რაოდენობა მიიღო.

მიანმარის სახელმწიფო მრჩეველმა და „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიის ლიდერი აუ სან სუ ჩი მოუწოდებს მოსახლეობას რო მომხდარ სამხედრო გადატრიალებას არ შეეგუონ და პროტესტი გამოხატონ.

„ ხალხს მოვუწოდებ, არ შეეგუონ შექმნილ ვითარებას და სათანადო პასუხი გასცენ სამხედროების მიერ მოწყობილ გადატრიალებას“ - აღნიშნა აუნ სან სუ ჩიმ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის მოავალეობის შემსრულებელი დანიშნეს. მათი თქმით, მოვალეობას მიინტ შვე შეასრულებს. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა-მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროები აღიშნავენ, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა