თეგებით ძიება

"კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს "ოცნების" წევრებს ფარულად უღებდა", შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნეს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი უფროსად ილია კვაღინიძე დაინიშნა. ეს უანასკნელი წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – "კუდის" თანამშრომელი იყო.

არსებული ინფორმაციით, ილია კვაღინიძეს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია.

ირკვევა, რომ შსს მინისტრის გომელაურის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ილია კვაღინიძე კურსელები იყვნენ და მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

შიდა ქართლში "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ კვაღინიძე მათ "უთვალთვალებდა და "ქართული ოცნების" ოფისს უღებდა".



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა