თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

ისლანდიამ ტურისტებისთვის Covid-პასპორტი შემოიღო

ისლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემოღების შესახებ.
იურიდიულ ძალას ეს დოკუმენტი იანვრის ბოლოდან შეიძენს და ე.წ. Covid-პასპორტს ისლანდიაში მოსთხოვენ როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელებს, ტურისტებს, ასევე დაურიგებენ ისლანდიის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა გაიეკეთეს.

სერტიფიკატის მიღება "ონლაინ" რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი. ისლანდიური Covid-პასპორტი ამ დროისთვის არსებულ ყველა საერთაშორისო წესსა და ევროპაში მიღებულ სტანდარტს უპასუხებს ვაქცინაციასთან მიმართებაში.

ამგვარად, ისლანდია ხდება პირველი ქვეყანა შენგენის ზონიდან, რომელიც "ვაქცინაციის პასპორტის" გაცემას იწყებს სახელმწიფო დონეზე!

უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ ისლანდია არ შედის ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონის ქვეყანაა.

აღნიშნული დოკუმენტის შემოწმება უცხოელ ტურისტებთან მოხდება ისლანდიის საზღვრის გადაკვეთისთანავე, შესაბამისად, Covid-პასპორტის მფლობელები გათავისუფლდებიან კარანტინის ზომებისაგან და თავისუფლად შეძლებენ ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა