თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 5 ათასი ადამიანი დააკავეს

რუსეთში 31 იანვარს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 5 ათასი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

სპეცდანიშნულების რაზმებმა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართული აქციები სასტიკად დაარბია. მოსკოვში აქციის დაწყებამდე ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრი ჩაკეტა და მეტროს რამდენიმე სადგურზე მოძრაობა გააჩერა.

ქუჩების გადაკეტვის მიუხედავად, მომიტინგეთა კოლონამ იმ ციხესთან მისვლა მოახერხა, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება. ისინი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას პოლიციამ არალეტალური იარაღი გამოიყენა. სამართალდამცველები აქციების დროს დაკავებულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან.

პოლიციის ინფორმაციით, მოსკოვში აქციაში 2 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 23 იანვარს გამართულ აქციაზე.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა