თეგებით ძიება

" სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, მაგრამ უნდა მოხდეს ელემენტარული სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა" - ანა გოგოლაძე

გაეროს ბავშვა ფონდის განცხადებას, სადაც ორგანიზაცია საქართველოში სკოლების გახსნას მიესალმება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ანა გოგოლაძე აფასებს და აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნა აუცილებელია, თუმცა შესაბამისი სანიტარული ნორმების დაცვით.
"მარტში უკვე ცნობილი იყო კოვიდ პანდემიის შესახებ, შესაბამისად უკვე ვიცოდით, რომ ეს პანდემია 2 სფეროს განსაკუთრებით დაარტყამდა - ეკონომიკას და განათლებას.

გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ყოველ მე-4 სკოლას საქართველოში საპირფარეშო არ ჰქონდა, ხოლო სკოლების 40%ს სანიტარული ნორმები დაცული. ასევე პრობლემა იყოს ინტერნეტიზაცია. ამ კუთხით საქართველო რეგიონში ყველაზე ბოლო ადგილზეა. ქვეყანაში, მოსახლეობის მხოლოდ 60%ს აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. აქვე გასათვალისწინებელია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ტექნიკურ მოწყობილებებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ დავინახეთ, რომ განათლების სამინისტროს არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია. პირიქით, მივიღეთ განათლების სამინისტროს შეკვეცილი ბიუჯეტი.

სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური, უნდა მოხდეს ელემენტარული სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა. " - აღნიშნა გოგოლაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა