თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

ოთხი წლის გოგომ 220 მლნ წლის წინანდელი დინოზავრის ნაფეხური აღმოაჩინა


ოთხი წლის გოგონამ პალეონტოლოგთან ნამდვილი გაოცება გამოიწვია, რადგან მან 220 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაფეხური აღმოაჩინა, რომლებიც ბრწყინვალედ არის შემონახული.

„დაბალი ლოდი იყო, ლილის მხრებამდე სწვდებოდა. ნაკვალევი შენიშნა და მამამისს მიუბრუნდა, „შეხედე, მამიკო“. ის ნამდვილად აღფრთოვანებულია, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რამდენად საოცარი რამ აღმოაჩინა“, — განუცხადა NBC News-ს გოგონას დედამ.

თავიდან ოჯახმა იფიქრა, რომ 10 სმ სიგრძის ანაბეჭდი ლოდზე რომელიმე ხელოვნის მიერ იყო ამოჭრილი.

თუმცა, დედამისს ახსოვდა, რომ მსგავსი ნაფეხური ამ სანაპიროზე ადრეც იყო ნაპოვნი და აღმოჩენის შესახებ სოციალურ მედიაში დაპოსტა.

„ფეისბუქზე ნამარხების იდენტიფიცირების გვერდი ვიპოვე და იქ დავპოსტე. ხალხი ცოტა გადაირია“, — აღნიშნავს გოგონას დედა.

ექსპერტების აზრით, ნაფეხური დიდი ალბათობით ეკუთვნის დინოზავრს, რომელიც სიმაღლეში 75 სმ იყო, სიგრძეში კი 2,5 მეტრი და წინა ორ ფეხზე დადიოდა.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ზუსტად რომელი ტიპის დინოზავრს ეკუთვნის ნაკვალევი, მაგრამ ექპერტების აზრით, ეს უნდა იყოს გრალატორი.

უელსელი მეცნიერები გოგონას აღმოჩენას ყველაზე შთამბეჭდავს უწოდებენ ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში აღმოჩენილ 215 მლნ წელიწადზე ძველ ნაფეხურებს შორის.

„ნაკვალევი ბრწყინვალე და აბსოლუტურად ხელუხლებელია. ვიტყოდი, რომ მისი მნიშვნელობა საერთაშორისოა და სწორედ ამიტომ წაიღო ის მუზეუმმა თავის საცავში. დავამატებდი იმასაც, რომ ეს გახლავთ ბრიტანეთში გასული 10 წლის განმავლობაში აღმოჩენილი საუკეთესო დინოზავრის ნაფეხური“, — ამბობს ორგანიზაცია Archeology Cyrmu-ს მკვლევარი კარლ ჯეიმს ლანგფორდი.

ოჯახის განცხადებით, აღმოჩენის შემდეგ, ოთხი წლის გოგონას დინოზავრების მიმართ ინტერესი გაუღვივდა და დინოზავრების სათამაშოებისა და მოდელების კოლექციით თამაშობს.

კარდიფის ეროვნული მუზეუმის განცხადებით, რომელიც ამჟამად COVID-19-ის პანდემიის გამო დაკეტილია, გახსნის შემდეგ, ლილი და მისი კლასელები მუზეუმში არიან დაპატიჟებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა