თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში უკვე 98.3 მილიონი ადამიანი აიცრა კოვიდ 19-ის ვაქცინით-ისრაელში მოსახლეობის 53 %-ზე მეტი ვაქცინირებულია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში უკვე 98.3 მილიონი ადამიანი აიცრა კორონავირუსის ვაქცინით 62 ქვეყანაში. ყოველდღიურად საშუალოდ 4.20 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება ხდება მოქალაქეებზე საშუალოდ.

აშშ-ში, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო იმუნიზაციის პროცესი, უკვე 31.8 მილიონი დოზა ვაქცინა გაუკეთეს მოქალაქეებს. ყოველდღიურად 1.35 მილიონი ადამიანი იცრება შტატების ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი.

აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტი ვაქცინა გაიცა ჩინეთში- 24 მილიონი ადამიანია აცრილი იმუნიზაციის პროგრამის თანახმად. ევროპის ქვეყნებში კი ყველაზე მეტი აცრა დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება, სადაც 9 468 382 დოზაა მიწოდებული მოქალაქეთათვის.

ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებს ამ დროისთვის აჩვენებს ისრაელი, სადაც 6 კვირაში შეძლეს მოსახლეობის 53.58 %-ის ვაქცინირება ( სულ ამ ეტაპზე აცრილია 4. 849 195 ადამიანი).

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა