თეგებით ძიება

ტესტი: "რამდენად არის შენში ქალური ენერგია"

ქალური ენერგია ეს არის ბედნიერების, ჯანმრთელობის, სილამაზის და წარმატების გასაღები. ქალური ენეგიით ქალი ქმნის თავის ცხოვრებისეულ სფეროებს და მატებს სიამოვნებას, სიფერადეს, მისი მიმზიდველობაც ზუსტად ქალური ენერგიიდან გამომდინარეა.

გაინტერესებთ რამდენად არის თქვენში ქალური ენერგია?!

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რისი საშალებითაც გაიგებთ თქვენს ქალურ მდგომარეობას და ასევე მიიღებთ მინიშნებებს, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა გამოასწოროთ, იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ენერგია, იყოთ მუდმივად ტონუსში და სავსე მდგომარეობით.

ტესტი: "რამდენად არის შენში ქალური ენერგია"


გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან, მოდუნდით, შეხედეთ ფოტოს და აარჩიეთ ბეჭედი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ!

პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით:

1. თქვენ ნაზი ხართ და გარკვეულ დონეზე მიმნდობიც. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, სულის დონეზე მაინც პატარა გოგონად აღიქვავთ თავს, მაგრამ იყოთ ბრძენი და საზრიანი ამაში ხელს ეს სულაც არ გიშლით. თქვენ გულით გრძნობთ თუ რომელი გადაწყვიტელების მიღება გჭირდებათ კონკრეტულ სიტუაციაში. თქვენი ქალური ენერგია ცოტათი მეტია საშუალო დონეზე...

2. ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ნებისმერ სიტუაციაში, დახვეწილი ქალბატონი ბრძანდებით ნებისმიერ ტანსაცმელში. სამუშაო პროცესშიც კი შესანიშნავად გამოიყურებით, რაღაც ამოუცნობ ქარიზმატულობას ტოვებთ, ქალური ენერგია საკმარისად არის თქვენში, უბრალოდ სამუშაო გაქვთ შიშებზე და ცრურწმენებზე.

3. თქვენ ის ქალბატონი ბრძანდებით, რომლის ზურგს უკან ბევრს ჭორაობენ, თითქოს ჯადოქარი ხართ, თქვენი სილამაზისა და საპირისპირო სქესის მხრიდან დიდ ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო. ამ მდგომარეობის გამო შურს იწვევთ და სკეპტიციზმს. თქვენი ენერგია გარკვეულ დონეზე შეკუმშულიც არის მკაცრად დაწესებული ჩარჩოების გამო. ეს კი ცოტათი ბლოკავს ქალურ ენერგიას, რათა ბოლომდე გაიხსნათ და გამოვლინდეთ სამყაროში.

4. თქვენ გახნსილი და გულწრფელი ხართ. ასეთ ქალები არასდროს არ აყენებენ საკუთარ თავს პირველ ადგილზე, თავგანწირულიც ხართ სიყვარულშიც და სამსახურეობრივ სფეროში. გიყვართ შვილები უგონოდ, მთლიანად მათთვის ხართ და ამის გამო ზოგჯერ გავიწყდებათ კიდევაც საკუთრი თავიც, ეს კი გაკარგვინებთ საკუთარ ქალურ ენერგიას...

5. თქვენ შემოქმედებითი ქალბატონი ხართ. თქვენ კარგად იცით საკუთარი თავის წარმოჩენა. თუ ასეთი ქალი შედის ხალმხრავალ ადგილას, ყველას ყურადღებას იპყრობს, თქვენ ლიდერი ხართ და ყველაფერს ასწრებთ კარიერაში. მხოლოდ სირბილე გაკლიათ და ქალური სინაზე, ზუსტად ეს ენერგია დაგეხმარებათ ქალური ენერგიის ამაღლებაში.

6. თქვენ ძალიან ჰაეროვანი და მეგობრული ხართ, გიყვართ მხიარული კამპანიები და მეგობრული შეკრებები. გახსნილი ხართ სამყაროსთვის, თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, მაშინვე მზად ხართ დახმარება გაუწიოთ, მაგრამ თქვენი ზედმეტი სიკეთის გამო ხშირად ენერგო და ძალის დეფიციტშიც აღმოჩნდებით ხოლმე. ეს კი ქალურ ენერგიის დონეს დაბლა წევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა