თეგებით ძიება
01. 02. 2021 მსოფლიო

თაღლითი დააკავეს, რომელიც ყალბ კოვიდტესტებს აკეთებდა

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელიც თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლად ასაღებდა, ლაბორატორიისგან ტესტებს იღებდა და პაციენტებს 100 ევროს სანაცვლოდ ემსახურებოდა. თუმცა, რეალურად კაცი ანალიზებს არ აკეთებდა.

საქმე მაშინ გაიხსნა, როდესაც ერთ-ერთი მსხვერპლი იმ ლაბორატორიას დაუკავშირდა, წესით სადაც უნდა ყოფილიყო ანალიზები გადაგზავნილი. როგორც გაირკვა, პაციენტის ანალიზები ლაბორატორიაში არ იყო გადაგზავნილი და არც მის შესახებ არ იძებნებოდა არანაირი ინფორმაცია.

პოლიციის ინფორმაციით, კაცი პაციენტებს გაყალბებულ სამედიცინო დოკუმენტებს აჩვენებდა და ლაბორატორიის კოვიდბლანკებით ემსახურებოდა.

ამ დროისთვის პოლიციამ 2 მსხვერპლის ვინაობა დაადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

დაკავებულ კაცს პოლიცია თაღლითობას და დოკუმენტების გაყალბებას ედავება. მას იმ სამედიცინო დაწასებულებამ უჩივლა, რომლის გაყალბებულ დოკუმენტებსაც იყენებდა, ასევე ლაბორატორიამ, რომლის კოვიდბლანკებით პაციენტებს ემსახურებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა