თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

პანდემიის დროს მოგზაურობასთან დაკავშირებით ევროკავშირი ახალ წესებზე შეთანხმდა

პანდემიის დროს მოგზაურობასთან დაკავშირებით ევროკავშირი ახალ წესებზე შეთანხმდა. არაწევრი ქვეყნებიდან არააუცილებელი მოგზაურობა სავალდებულო კარანტინის გარეშე იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც იმ სახელმწიფოებიდან ჩავლენ, სადაც ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია.

წესები სარეკომენდაციო ხასიათისაა და საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად მიიღებენ.

მომდევნო კვირიდან შეზღუდვების ნაწილს მოხსნის დანია და ავსტრია. ქვეყნებში გაიხსნება სავაჭრო ობიექტები და სწავლა განახლდება დაწყებით კლასებში.

გლობალური მონაცემების კლებაზე საუბრობს ჯანმოს ხელმძღვანელი. მისი განცხადებით, ბოლო სამი კვირაა მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც პანდემიის კონტროლის შესაძლებლობაზე მიუთითებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა