თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ სენატორებს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით პოლიტიკოსები ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმაზე იმსჯელებენ.

"ეს არის იდეების გაცვლა: კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელ? წინა დღეს, ამ ჯგუფმა გაგზავნა წერილი, რომელშიც აღწერა მათი გეგმის დეტალები, ისაუბრა თავიანთ პრიორიტეტებზე და როგორ ხედავს პრობლემას. ბაიდენი მზად არის, პაკეტი საბოლოოდ დაასრულოს და გააძლიეროს იგი. ის ასევე მჭიდრო კავშირშია ამ საკითხთან დაკავშირებით სპიკერ პელოსისთან და კონგრესის დემოკრატების ლიდერთან, ჩაკ შუმერთან", - განაცხადა ფსაკიმ.

მანამდე რესპუბლიკელებმა მოქალაქეებისა და ბიზნესის დასახმარებლად თავიანთი პროგრამა შესთავაზეს. ზოგიერთი სენატორი პაკეტის შემცირებას 618 მილიონ დოლარამდე სთავაზობს. ბაიდენის გეგმა კი 1.9 ტრილიონ დოლარის ოდენობის ხარჯებს ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა