თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

მერილინ მენსონი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს ეხმაურება

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა მერლინ მენსონმა ძალადობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს და მათ "რეალობის საშინელ დამახინჯებას" უწოდებს. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" დაწერა.

”როგორც ჩანს, ჩემი ხელოვნება და ჩემი ცხოვრება დიდი ხანია სკანდალებს იზიდავს, მაგრამ ეს ბოლოდროინდელი განცხადებები ჩემს შესახებ საშინლად ამახინჯებს რეალობას. ჩემი ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის სრულად თანხმობაში იყო სულიერად ახლობელ პარტნიორებთან. ესაა სიმართლე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ და რატომ ამჯობინებენ ახლა სხვები წარსულის დამახინჯებას”, - წერს მენსონი.

წინა დღეს მსახიობმა და მოდელმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მუსიკოსი მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა.

გარდა ამისა, მუსიკოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ინციდენტზე კიდევ 4-მა ქალმა ისაუბრა.

გაჟღერებული ბრალდების ფონზე, მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recording-მა მერილინ მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა