თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

"ოსკარის" ნომინანტი ჰელ ჰოლბრუკი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, სხვადასხვა კინოპრემიების ლაურეატი და "ოსკარის" ნომინანტი ჰელ ჰოლბრუკი აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

მსახიობის სიკვდილის მიზეზი უცნობია

ჰოლბრუკმა კარიერის მანძილზე სატელევიზიო ჯილდო "ემი" ოთხჯერ მოიპოვა. 1966 წელს მსახიობმა მიიღო თეატრალური პრემია "ტონი" სპექტაკლისთვის "მარკ ტვენი დღეს საღამოს".

ჰოლბრუკი ნომინირებული იყო მთავარ ამერიკულ კინოპრემიაზე "ოსკარი" კატეგორიაში "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი" 2007 წლის ფილმ "ველურ ბუნებაში" შესრულებული როლისთვის. გარდა ამისა, მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა ფრენსის ლოურენსის "წყალი სპილოებისთვის!" და სტივენ სპილბერგის "ლინკოლნი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა