თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

საბერძნეთში პატრასის კარნავალი კორონავირუსის გამო გაუქმდა

საბერძნეთის ხელისუფლებამ პატრასის კარნავალი გააუქმა. თავად ცერემონია 23 იანვარს გაიხსნა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო ის მოკრძალებული იყო.

ქალაქ პარტასში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. რეგიონში, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური საფრთხის "წითელი" დონე გამოცხადდეს.

ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ქალაქში ვირუსის მუტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს.

პატრასის კარნავალი, როგორც წესი, ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება. გაზაფხულზე ფესტივალზე დასასწრებად ასობით ათასი ტურისტი ჩადის.

პატრასის ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელსაც გაუქმდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა