თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

ავსტრიაში უნიღბოდ სიარული 90 ევროთი დაჯარიმდება

ავსტრიის ხელისუფლებამ ვირუსისგან დამცავი პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა 25-დან 90 ევრომდე გაზარდა. ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში FFP2 ტიპის დამცავი ნიღაბი ეკეთოს.

რესპირატორული ნიღბების ტარების აუცილებლობა ავსტრიაში 25 იანვრიდან შემოიღეს. სავალდებულო დისტანციის მანძილი 2 მეტრია. საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის სემთხვევაში ჯარიმა 1459 ევროა.

გარდა ამისა, 15 იანვრიდან რეგულაციები ქვეყანაში შესულ ყველა პირს ონლაინ რეგისტრაციის გავლას ავალდებულებს. მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, სადაც საკონტაქტო ტელეფონი, მისამართი, ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი, ასევე ავსტრიაში შესვლამდე ვიზიტის ადგილების შესახებ უნდა მიათითოს ინფორმაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა