თეგებით ძიება

2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი - პირადი ციფრი 7

თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.

წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ჩვენ ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში 2021.

გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:
2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2

შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.

იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ნომერი და წაიკითხეთ მისი აღწერა.

7 - ილუზიებისა და თავს მოხვეული პრინციპებისგან გათავისუფლება

2021 წელი თქვენთვის რევოლუციური წელი იქნება. თქვენ ისწავლით განასხვავოთ საკუთარი აზრები საზოგადოების, მშობლებისა და ტოქსიკური „მეგობრების" მიერ თქვენთვის თავს მოხვეული აზრებისგან. გირჩევთ შეწყვიტოთ ურთიერთობა მათთან, ვინც უპატივცემულოდ გეპყრობათ, მუდმივად ამცირებს თქვენს დამსახურებებს და მიღწევებს. თქვენ კარგი ადამიანი ხართ და ნუ იქნებით დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვინც შესაშური დაჟინებით ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს.

წლის შუა რიცხვებში შეხვდებით ზრდასრულ და ბრძენ ადამიანს, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, თვალს აგიხილთ და გაგაცნობთ სპეციალისტს, რომელიც თვითშეფასების აღდგენაში დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ ფსიქოლოგებთან და დამხმარე ჯგუფებთან დაკავშირება, თუ ხვდებით, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით. ის, რაც ახლა თქვენს თავს ხდება, სრულიად ნორმალურია და მას ღირებულებების გადაფასებას უწოდებენ. ამ ეტაპს ოდესღაც ყველა გადის და თქვენი დროც მოვიდა.

ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. თქვენთვის სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ და თუ აქამდე საჭმლისთვის ფულსზოგავდით, ამ ჩვევისგან თავის დანებება მოგიწევთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია მენიუს მიმართ დამოკიდებულების გადახედვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეიძლება კვების ქცევასთან დაკავშირებით პრობლემები დაგეწყოთ.

სიყვარული
ეცადეთ საკუთარ გარეგნობაზე მეტი იზრუნოთ და გააუმჯობესოთ ის, რაც საკუთარ თავში არ მოგწონთ. ნუ დაგენანებათ დრო, ფული და ძალისხმევა, რომ სარკეში თქვენი ანარეკლი ისეთი გახდეს, როგორის დანახვაც გსურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში პრობლემებს ვერ აიცილებთ. ინტიმურ ცხოვრებაში ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნებით, როდესაც საკუთარი თავის მიღებას და შეყვარებას შეძლებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარშემომყოფების. თქვენ ულამაზესი ხართ და სხვებსაც მიეცით საშუალება, რომ ეს დაინახონ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა