3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მზად ხართ ახალი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მისაღებად. იზრდება მეგობრული ურთიერთობების როლი. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ თანამოაზრეებთან. თუ დიეტის ან ვარჯიშის რეჟიმში ხართ, დროა, ცოტა ხნით შეისვენოთ.
კურო
ეცადეთ ამ დღეს არ დაგეგმოთ საქმე, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ გამძლეობას და ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. კარგი იქნება თუ საკუთარ თავს რაღაც სასიამოვნოთი გაანებივრებთ, მით უმეტეს, თუ ფინანსური დანაზოგი მოგეპოვებათ.
ტყუპები
შეუფერებელი დროა აქტიური კომუნიკაციისა და შეთანხმებების დასადებად. სიფრთხილით მოეკიდეთ ბიზნეს-წინადადებებს. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორების შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ფინანსურ საკითხებში თავშეკავებით იმოქმედეთ და თავი შეიკავეთ ისეთი შესყიდვებისგან, რომლებიც ამჟამად აუცილებელი არ არის.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავდაჯერებულად იმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ გარემოებები თქვენზე ძლიერია. შესაძლებლობა გექნებათ ღირებული პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინოთ და ადრე გამომუშავებული უნარ-ჩვევები დახვეწოთ.
ლომი
შესანიშნავი დროა ახალი იდეების განხორციელებისთვის, თუმცა საქმეებზე, რომლებსაც ადრე ადვილად უმკლავდებოდით, ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. მოსალოდნელია სასიხარულო სიახლე ახლობლებისგან. თქვენი რჩევა გამოადგებათ მათ, ვინც დახმარების თხოვნით მოგმართავთ.
ქალწული
ამ დღეს თამამად შეგიძლიათ შეადგინოთ გეგმები, დაპირებები გასცეთ, მოძებნოთ ინფორმაცია და ახალი კავშირები დაამყაროთ. ნუ უგულებელყოფთ გამოცდილი ადამიანების რჩევებსა და მითითებებს. ხელსაყრელი დღეა სახლის საფუძვლიანი დასუფთავების ან მცირე კოსმეტიკური რემონტისთვის.
სასწორი
ამ დღეს პლანეტების განლაგება მოგზაურებს მფარველობს. თქვენ და თქვენს ახლობლებს ახლა ყველაზე მეტად სადმე წასვლა და დასვენება გჭირდებათ. ეს ენერგიის მარაგსაც შეავსებს და უამრავ პოზიტიურ ემოციასაც მოგანიჭებთ.
მორიელი
შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და საკუთარი მოქმედებების შეწდეწგები წინასწარ გათვალოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გაუგებრობა. თუ რომელიმე ნათესავის საქციელში რამე არ მოგწონთ, დაპირისპირება და ურთიერთობების გარკვევა აუცილებელი არაა. ნუ ამის ნაცვლად, მშვიდად აუხსენით რაში არ ეთანხმებით.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება ეჭვებმა შეგიპყროთ და გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბევრ რამეს საფრთხე დაემუქრება. ეცადეთ მომხდარი გამოცდად აღიქვათ, რომელიც ღირსეულად უნდა ჩააბაროთ. თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევისგან.
თხის რქა
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თამამად შეგიძიათ ახალი საქმეები დაიწყოთ და ურთიერთობების წრე გააფართოვოთ. გირჩევთ ეს ეს დრო რეალური და ვირტუალური კონტაქტების განახლებისთვის გამოიყენოთ. უარს ნუ იტყვით პატარ-პატარა სიამოვნებებზე, რადგან თქვენი განწყობა და კეთილდღეობა პირდაპირ ამაზე იქნება დამოკიდებული.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ. ახლოა ყველაზე მნიშვნელოვანია ცივი გონება შეინარჩუნოთ და ყველაფერში ლოგიკითა და საღი აზრით იხელმძღვანელოთ.თუ საიმედო თანაშემწეები გყავთ, შეგიძლიათ რთულ საქმეებსაც შეეჭიდოთ. პირად ცხოვრებაში უკმაყოფილება და უთანხმოება გელით, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ.
თევზები
ამ პერიოდის განმავლობაში, რთული და პრობლემური საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. მოერიდეთ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ სტრესს. საღამო შესაფერისია საყიდლებისთვის. დღის მეორე ნახევარში გირჩევთ სუთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დაისვენოთ.