რომელი საკვები ზრდის სექსუალურ აქტივობას
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც ცალსახად ზრდის ლიბიდოს და ადამიანს სექსუალური აქტივობისთვის აუცილებელ ენერგიას აძლევს.
რამდენადაც ცნობილია, დეპრესია და ზოგიერთი დაავადება მნიშვნელოვნად აქვეითებს ლიბიდოს. სწორ კვებას კი მისი აღდგენა შეუძლია. რაციონი უნდა შეიცავდეს ცხიმიან თევზს, ნიგოზსა და კვერცხს. ამასთან, უარი უნდა ვთქვათ შაქარზე, რადგან მისი ხშირი გამოყენება წონის მატებას იწვევს, რაც ასევე აქვეითებს სექსუალურ აქტივობას.
ხშირად ინტიმური სფეროს პრობლემები დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან. ამის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები საკვებ რაციონში კენკრის, ისპანახის, გოგრის თესლის შეტანას
გვირჩევენ. ზედმეტი არ იქნება ფრინველის ხორცი და პურ-ფუნთუშეულობა ზომიერების ფარგლებში. ეს უკნასკნელი განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
ნიახური ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივი ფერომონების კონცენტრაციას ზრდის, ნიორი კი ლიბიდოს ამაღლებს. დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ მუქ შოკოლადს, საზამთროს, ცხარე წიწაკას, ავოკადოსა და ხამანწკებს.
"მკურნალი"