თეგებით ძიება
02. 02. 2021 მსოფლიო

ალექსეი ნავალნი საერთო რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს

რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. სასამართლომ ის 3.5 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში გაამწესა.

მოსამართლემ ნავალნის "ივ როშეს" გამოძიების დროს შინაპატიმრობაში გატარებული ერთი წელი ვადაში ჩაუთვალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების მოსმენისას ნავალნის მეუღლე ატირდა, თავად ნავალნი კი განაჩენს მშვიდად შეხვდა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

18 იანვარს ხიმკის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა