თეგებით ძიება
03. 02. 2021 მსოფლიო

კუნძულ სარდინიაზე ხელისუფლებამ მოსახლეობას COVID-19-ით დაინფიცირება აუკრძალა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, ქალაქ ონიფერის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ მოსახლეობას COVID-19-ით ინფიცირება აუკრძალა. ამის შესახებ გამოცემა La Nuova Sardegna წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ონიფერის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი ექიმის გარეშე დარჩა, ხოლო, ახალი მედიკოსის ძებნის პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მოსახლეობას კატეგორიულად ეკრძალება COVID-19-ით დაინფიცირება, მკურნალობისა და მედიკამენტების მოთხოვნა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოცემის ცნობით, სარდინიაზე, პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 38 731 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 994 ადამიანი იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა