თეგებით ძიება
03. 02. 2021 მსოფლიო

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც თაღლითებმა მილიონები გამოსტყუეს

რაც უფრო მეტი ფული გაქვთ, მით მეტი შანსია, რომ ვიღაც მოინდომებს ამით ისარგებლოს. ამიტომ მდიდარი და ცნობილი ადამიანები ზოგჯერ თაღლითების მსხვერპლები ხდებიან.

1. უმა თურმანი - 1 მილიონი დოლარი
ცნობილი მსახიობი საინვესტიციო კომპანია Starr Investment Advisors მენეჯერის, კენეტ სტარის მსხვერპლი გახდა. უმა ამ ადამიანს ბრმად ენდო და მნიშვნელოვანი თანხა დაკარგა, რის შემდეგაც ფინანსისტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა (მას ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც შეუერთდნენ, რომლებმაც კენეტ სტარის ძალისხმევით დიდი ფული დაკარგეს). საბოლოოდ, სტარს თაღლითობისა და პირამიდული სქემებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

2. ლარი კინგი - 1 მილიონი დოლარი
2008 წელს ცნობილი თაღლითი ბერნი მედოფი მართავდა მის მიერ შექმნილ, ისტორიაში ყველაზე მსხვილ პირამიდულ სქემას მართავდა. მედოფის საქმიანობის შედეგად ადამიანებმა მილიონები დაკარგეს. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა ლეგენდარული ტელეწამყვანი ლერი კინგი. 2009 წელს მედოფს 150 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

3. ელტონ ჯონი - 29 მილიონი დოლარი
ფინანსური მრჩეველების იმედზე მყოფმა ელტონ ჯონმა დიდი ოდენობის ფული დაკარგა. რა თქმა უნდა, მომღერალმა მრჩეველებს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა და იურიდიულ ხარჯებზე დამატებით, 10 მილიონი დახარჯა. ასე რომ, მის შემთხვევაში ჯამური ზარალი 39 მილიონი დოლარია.

4. რობერტ დე ნირო - 88 მილიონი დოლარი
დე ნირო ნახატების გაყიდვის დროს გააცურეს. მსახიობმა ნახატები გაყიდა, მაგრამ ფული არასოდეს მიუღია. 88 მილიონი თაღლითი შუამავლის ჯიბეში აღმოჩნდა.

5. ბილი ჯოელი - 90 მილიონი დოლარი
ბილი ჯოელი საკუთარი სიძის, ფრენკ ვებერის თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რომელიც იმ დროისთვის მუსიკოსის მენეჯერად მუშაობდა. ვებერი ჯოელის ანგარიშებიდან ფულს დიდი ხნის მანძილზე, ისე ხსნიდა, რომ მუსიკოსმა ვერაფერი შენიშნა. 1989 წელს ჯოელმა ვებერეს წინააღმდეგ 90 მილიონი დოლარის სარჩელი შეიტანა და სიძეს ბრალი ხელშეკრულების დარღვევაში და თაღლითობაში დასდო. სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბილი ჯოელს 90-დან 2 მილიონი დაუბრუნდა.

6. ჯონ მალკოვიჩი - 2,9 მილიონი დოლარი
ჯონ მალკოვიჩი არის პირამიდული სქემის კიდევ ერთი ცნობილი მსხვერპლია. ბერნი მედოფის პირამიდის სქემაში მონაწილეობამ მალკოვიჩს თითქმის სამი მილიონი დოლარი დააკარგინა.

7. სტინგი - 10 მილიონი დოლარი
ცნობილი მომღერალი სტინგი მისმა ფინანსურმა მრჩეველა, კიტ მურმა გაძარცვა. მან მოახერხა, რომ 10 მილიონი დოლარი ისე მოეპარა, ეს ვერავის შეემჩნია. თუმცა, მოგვიანებით მური დააკავეს და საპატიმროში გაუშვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა