თეგებით ძიება
03. 02. 2021 მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული

აღმოსავლეთ ავსტრალიაში, პერტის მეტროპოლიის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო სახლებიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული; მეხანძრეები ორ შტატში 130-ზე მეტ ხანძარს ებრძვიან.
მეზობელ ახალ სამხრეთ უელსში, ასევე, 100,000 ჰექტარი დაიწვა. ხანძარს 300-მდე მეხანძრე ებრძვის. მათ საჰაერო დახმარებასაც უწევენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობას გაართულებს. ამ სეზონის დასაწყისში, ქუინზლენდში ცხელი და ქარიანი კლიმატი უპრეცედენტოა, რაც რეკორდულად თბილი ზამთრისა და მცირე ნალექიანობის შედეგია.
პოლიციამ ხანძრის შესაძლო მიზეზების გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა