თეგებით ძიება
03. 02. 2021 მსოფლიო

7 პროდუქტი, რომელიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს

წყვილების ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მათი სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვნებას კარგავს.

ცოტამ თუ იცის, რომ ეს შესაძლოა, კვების რაციონით იყოს გამოწვეული.

თანამედროვე კვლევებმა დაადგინა, რომ ყოველდღიური კვების რაციონში რამდენიმე პროდუქტის შეტანას , თქვენი სექსუალური ცხოვრების გამოსწორება და სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება შეუძლია.

მაშ , ასე:

1. მარწყვი

ვინაიდან, ეს გემრიელი კენკრა ზრდის ტესტოსტერონის ჰორმონებს, დღეში 100-200 გრამი მარწყვის მიღებით თქვენი ლიბიდო გაძლიერდება და სექსუალურ ცხოვრებასაც საფრთხე არ შეექმნება.


2. შოკოლადი

ცნობილია, რომ შოკოლადი განსაკუთრებულად აუმჯობესებს განწყობას. გარდა ამისა, ის სექსუალური ლტოლვის მასტიმულირებელიც აღმოჩნდა, განსაკუთრებით ქალებში. შოკოლადი ააქტიურებს სეროტონინს, სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ აქტივობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, კონკრეტულად კი განწყობასთან, მადასთან და ლიბიდოსთან(სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი აქტივობის სურვილი).


3. ავოკადო

ავოკადო შეიცავს ფიტოსტერონებს, რომლებიც სექსუალური აქტივობის სტიმულირებას ახდებს. კალიუმისა და ცილების სიმრავლით, ავოკადო ხორცს არ ჩამოუვარდება.


4. ფინიკი

ფინიკის „სასწაულმოქმედი“ ეფექტის შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ ძლევ ეგვიპტურ ჩანაწერებშია. ის ასუფთავბს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და რაც მამაკაცებისთვის ყველაზე მთავარია, ზრდის სპერმის გამომუშავებას. ფინიკი შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, ამირომ ზედგამოჭრილია მათთვის , ვისაც ხანგრძლივი სექსი უყვარს.

5. ატამი

როგორც აღმოჩნდა, C ვიტამინით გაჯერებული ატამი სექსუალური ლტოლვის კარგი მასტიმულირებელია. გარდა იმისა, რომ ატამი სისხლის მიმოქცევის პროცესს უწყობს ხელს, სექსის მოთხოვნილებას აძლიერებს ქალებში.


6. თაფლი

თაფლი ყველაზე გემრიელი და ტკბილი აფროდიზიაკია. მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სექსუალური ენერგიის ბუნებრივი რესტავრატორი. უამრავი სასარგებლო თვისებისა და ვიტამინის გამო, თაფლის მიღება დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.



7. ხორცი

როგორც აღმოჩნდა, ხორცი შესანიშნავი აფროდიზიაკია , განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. მართალია, ხორცი რთულად მოსანელებელია და მისი მიღების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, სექსი გქონდეთ, თუმცა ხორცის ზომიერად მიღება მამაკაცებში პოტენციას ზრდის.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა