ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ამისათვის, ძალიან ბევრ სტატიას კითხულობენ, ეძებენ მზა რეცეპტებს, როგორ იყვნენ უფრო მომხიბვლელები.
ბევრი მათგანი სხვადასხვა ხელოვნურ გზებსაც მიმართავს, რომ იყოს მეტად მომხიბვლელი და სასურველი, თუმცა, სილამაზის და ახალგაზრდობის საიდუმლო გასაღები ეს არის საკუთარი ენერგიის შენარჩუნება, მართვა და გაძლიერება, რაც მთავარია ენერგიის სისუფთავეზე ზრუნვა, რადგან ქალის ენერგია პირდაპირ კავშირშია მის ქალურ ჯანმრთელობასთან.
ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია ადამიანისთვის, რომ დატკბეს თუნდაც თავისი სილამაზით და მომხიბვლელობით...
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გაგიმხელთ ერთ-ერთ საიდუმლო გასაღებს, თუ, როგორ იყოთ მუდამ ლამაზები და მანათობლები!
საიდუმლოება კი მდგომარეობს ქალის სამ მნიშვნელოვან ენერგეტიკული ცენტრის შესწავლა, გაძლიერებაში, რადგან ზუსტად ამ სამ ენერგეტიკულ ცენტრში მდგომარეობს ქალურ ენერგიის ძალა და ესენია:
სექსუალური ცენტრი;
მკერდის ცენტრი;
გონების ცენტრი;
ძალიან ხშირად, როდესაც ქალი წყვილშია თუ დაოჯახებულია, მას უგროვდება მეწყვილეს მიმართ წყენები და ზუსტად ეს არღვევს ქალურ ენერგიას, ფსიქო ემოციურ ბალანსსა და სიჯანსაღეს...
რაში მდგომარეობს წყენა? როდესაც ქალს აქვს მოლოდინები მამაკაცის მიმართ და უცრუვდება ეს მოლოდინები!
ამ დროს წყენა რა არის?!
წყენა არის გამოუთქმელი აგრესია, რომელიც გროვდება ქალის ენერგოცენტრებში... რომელსაც ენერგეტიკული განკურნება ჭირდება მყისიერად, რადგან ეს არარეალიზებული ენერგია ნეგატიურად აისახება, ქალის ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე...
რეკომენდაციები:
ენერგეტიკული პრაქტიკები;
ბუნებაში გასეირნება;
ყოველთვის იზრუნეთ თქვენი ენერგიის სისუფთავეზე, მოიწყვეთ სასიამოვნო პროცედურები, ასიამოვნეთ საკუთარ თავს:
აბაზანა, მასაჟი, შოპინგები;
დალიეთ ყავა - ჩაი სასიამოვნო გარემოში, თქვენს თანამოაზრებთან ერთად და ასე შემდეგ...
რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და ყოველთვის, აირჩიეთ წყენის გარეშე ცხოვრება, უთხარით თქვენს თავს, რომ ირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას, სილამაზეს და ახალგაზრდობას, ვიდრე წყენას!
ამაზე მნიშვნელოვანი განა რა უნდა იყოს თქვენთვის, როდესაც ყველაზე ძვირფასი საკუთარი თავისთვის თქვენ ხართ. თან გახსოვდეთ, დღეს რაზეც ნერვიულობთ, ხვალ შესაძლოა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს, ჯანმრთელობა კი ეს არის სიცოცხლის წყარო, ამიტომ იზრუნეთ მასზე, სიცოცხლე ხომ ესეთი ტკბილია!