თეგებით ძიება

2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი - პირადი ციფრი 8

რა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც ზუსტი და დეტალური ინფორმაცია აინტერესებთ? ასეთი ინფორმაციის მისაღებად, რიცხვებს უნდა მიმართოთ - თქვენი პირადი ნომრის გამოთვლით შეძლებთ ინდივიდუალურ განლაგებას მიიღოთ, რომელიც მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ასეთი პროგნოზი გვეხმარება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ და მკაფიო გეგმები შევადგინოთ.

ცხოვრება განმეორებადი ციკლებისგან შედგება და თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.

წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში 2021.

გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:

2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2

შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.

იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ნომერი და წაიკითხეთ მისი აღწერა.

8 - ენდეთ და გენდობიან
2021 წელი რთული იქნება მათთვის, ვისაც ტოტალური კონტროლის პრობლემები აქვს. ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე არც ერთი საკითხი არ უნდა გადაწყდეს, სხვა ადამიანების ნდობა უნდა ისწავლონ. თუ ამის დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, მაშინ ვარსკვლავები მონახავენ გზას ამ გზავნილის გადასაცემად, მაგრამ ეს უსიამოვნო იქნება. ეცადეთ სამართლიანად იმოქმედოთ და კოლეგებს ისე მოექცეთ, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ. ენდეთ და გენდობიან, ხოლო უნდობლობა იმედგაცრუებას მოგიტანთ.

გაზაფხულზე შეხვდებით ადამიანს, რომელსაც შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ და ის გუნდურ მუშაობას გასწავლით. სავარაუდოდ, სამსახურში გამოცდა გელით, რომელზეც მოგიწევთ დაამტკიცოთ, სამსახურეობრივ პოზიციებს პატივს სცემთ და ადეკვატურად აზროვნებთ. ნუ შეეცდებით ხელმძღვანელობის შესუსტებას, მაშინაც თუ კარიერული წინსვლის ცდუნება გაქვთ. ყველაფერი, რასაც ბედნიერებას მოაქვს, წესიერი გზებით უნდა მიიღოთ. უარი თქვით ქირურგიულ ჩარევებსა და ზედმეტ ოპერაციებზე. ზედმეტი ხარჯის გარდა, ეს არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ.

სიყვარული
ყველაზე უცნაურ ადგილას სასიამოვნო ნაცნობება გელით. საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მხრიდან აღფრთოვანებულ მზერას და ყურადღებას გრძნობთ, მაგრამ ცხოვრების მეგზურს შემოდგომამდე ვერ იპოვით. ეცადეთ ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მუშაობა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლობლები უფრო ძვირფასები არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა