4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ადამიანმა, რომელსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება მაცდური და გიჟური იდეა შემოგთავაზოთ - ყველაზე ხშირად ამას თინეიჯერები აკეთებენ, როდესაც დაუვიწყარი მომენტების შექმნას ცდილობენ. თუ თავგადასავლების ძებნას გეგმავთ, არ უნდა შეშინდეთ, რადგან სანანებელი აღარაფერი გექნებათ. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ახლობლების უცნაურ მზერას დაიმსახურებთ.
კურო
მზად ხართ ზედმიწევნით მიჰყვეთ გეგმას, რომელზეც უკვე დიდი ხანია მუშაობთ. თუ გრძნობთ, რომ შესაფერისი დრო დადგა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და პირველი ნაბიჯი გადადგეთ. თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რაც ცხოვრების ყველა სფეროში უფრო სტაბილური მომავლის მშენებლობაში დაგეხმარებათ. ეს კარია უცნობ ცხოვრებაში, რომელსაც შეუძლია ზუსტად იქ მიგიყვანოთ, რაზეც ოცნებობდით.
ტყუპები
ტყუპები თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით სწრაფად და ზუსტად ხვდებიან გარშემომყოფთა ჩანაფიქრს და ეს მათ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. თუ საყვარელი ადამიანის სურვილებს გამოიცნობთ, თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო ჰარმონიული იქნება. გირჩევთ თქვენი უნარი მანიპულირებისა და ადამიანებზე ზემოქმედებისთვის არ გამოიყენოთ. ასე შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს შეუძლიათ ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტი მიაღწიოს და ახალ საფეხურზე გადავიდნენ. თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანსა და თქვენს შორის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ეცადეთ გულახდილი საუბრისთვის დრო გამონახოთ. გახსოვდეთ, ნათქვამ სიტყვას უკან ვერარ დააბრუნებთ.
ლომი
თქვენი ენთუზიაზმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეცადეთ საკუთარი ეს ენერგია სხვა ადამიანების მოსაზიდად გამოიყენოთ. დღეს საუკეთესო დროა თქვენი იდეების განხორციელებისთვის. თქვენ მარტივად შეძლებთ ადამიანები თქვენი იდეების წარმატებაში დაარწმუნოთ. არ ინერვიულოთ, თუ ვიღაცას თქვენი იმპულსურობა არ მოსწონს. ამ დღეს კრიტიკა მხოლოდ გაძლიერებთ და კიდევ უფრო სტიმულს გაძლევთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. თავიდან შეიძლება ეს ცოტა რთული ჩანდეს, საკუთარ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებთ.
დროა ახალი ჰობი აღმოაჩინოთ, საკუთარი შესაძლებლობები ახალ საქმეში მოსინჯოთ, რაც მომაბეზრებელი რუტინისგან გაგათავისუფლებთ. ეცადეთ თავისუფალ დროს მსოფლიო დისტანციურად შეისწავლოთ, რომ პანდეემიის დასრულების შემდეგ ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა დაიწყოთ.
სასწორი
შეიძლება მოვლენები გაუთვალისწინებლად განვითარდეს, ამიტომ თვალყური ადევნეთ თქვენს გარშემო არსებულ ცვლილებებს. დღის ბოლოს აღიარებთ, რომ ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა, როცა მომავლის შესახებ არაფერი იცი. ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში იმდენი პროგნოზირებადი მოვლენა მოხდა, რომ ეს დღე შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც გჭირდებათ.
მორიელი
ამ ეტაპზე სხვა ადამიანებთან კონტაქტი ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ხალხისგან მომავალი ენერგია შთაგაგონებთ და გაიძულებთ საქმის მიმდინარეობით კმაყოფილება იგრძნოთ. გირჩევთ გარშემო მყოფ ადსამიანებს მეტი ესაუბროთ და გაიგოთ რა არის თქვენს შორის საერთო და რა განსხვავებული. ამ პროცესში შეიძლება ერთგული მეგობრები აღმოაჩინოთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ ამ დღის შესაძლებლობებს.
მშვილდოსანი
დაუსრულებელი საუბრების დღეა. ეს საუბრები ძირითადად ფულის გარშემო იქნება, განიხილავთ ასევე თემას - რატომ მაქვს ფინანსური პრობლემები.
გამორიცხული არ არის, რომ მორიგი საუბრის დროს ბრწყინვალე იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც ჩიხიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების გირჩევენ, რომ მეტად ენდოთ საკუთარ თავს და გჯეროდეთ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახვთ.
თხის რქა
ამ დღეს საკმარისია ემოციური წონასწორობის შეინარჩუნოთ, რომ ყველაფერი გაადვილდება. შეგიძლებელია სამსახურის ხელმძღვანელს ხელფასის მომატებაზე ესაუბროთ. გახსოვდეთ, რომ ამ საქმეში წარმატების საიდუმლო არგუმენტებია და არა ემოციები. ფაქტები ყველაფერზე თავად ისაუბრებენ და თქვენ ნამდვილად წარმატებას მიაღწევთ.
მერწყული
ამ დღეს ძალიან ადვილად შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცეთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს ყურადღება თქვენზე უკიდურესად დადებით და სასარგებლო გავლენას მოახდენს. ბედი შესანიშნავ შანსს გაძლევთ, რომ ყველაზე ამბიციური გეგმები და ოცნებები აისრულოთ. დროა, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და თამამად იმოქმედოთ.
თევზები
შესაძლებელია, ამ დღეს ვიღაცის მანიპულაციების მსხვერპლი გახდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძალიან ფრთხილად იყოთ, რადგან ვინც თქვენით მანიპულირებას შეეცდება, ძალიან გამოცდილია და მისი გავლენის ქვეშ ისე მოექცევით, რომ ვერც შეამჩნევთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ვინმეს „დაკრულზე იცეკვოთ“, მაცდურ წინადადებაზე კატეგორიული უარი უნდა თქვათ.