თეგებით ძიება
04. 02. 2021 მსოფლიო

თურქეთში კორონავირუსის ორი ახალი შტამის გავრცელება დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის ორი ახალი შტამის გავრცელება დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

„რისკის მატარებელი მუტაციები შეუზღუდავად ვრცელდება. ე.წ. ბრიტანული შტამის გარდა, სამხრეთაფრიკული შტამის ორი და ბრაზილიური შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, როდესაც ახალი მუტაციები ჩნდება და შემთხვევები კვლავ იზრდება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ზომებზე უარის თქმის გარეშე“, - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი 17 ქალაქში დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 501 079 შემთხვევა გამოვლინდა, 26 354 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 387 384 - გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა