თეგებით ძიება

აღმოსავლური ტკბილეული - ფ ა ხ ლ ა ვ ა

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

4ჭ- ფქვილი
300გრ- კარაქი
4ც კვერცხი (გული) +1ც
1ჭ- არაჟანი
4კვერცხი (ცილა)
1,5 ჭ -შაქარი
ქიშმიში
ნიგოზი

მომზადების წესი:

300 გრამი კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 4 ჭიქა ფქვილს . ცალკე თასში 1ჭიქა არაჟანს დავუმატოთ 1ჩ/კ სოდა, დავუმატოთ 4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. შემდეგ ამ მასას დავუმატოთ ფქვილიანი მასა. ეს ყველაფერი კარგად გადავზილოთ. ცომი უნდა იყოს ნაზი. ცომი გავაჩეროთ 20 წუთი მაცივარში. მანამდე გავაკეთოთ გულსართი.

კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე, რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა. შევურიოთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქარი ნელ-ნელა და თან ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ 400 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და 200გრ ქიშმიში.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად. თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა, გადავუსვათ გულსართი. შემდეგ მეორე ფენა, გადავუსვათ გულსართი და დავაფინოთ მესამე ფენა. შემოვუკეცოთ ზედა ფენის ბოლოები ქვედა ფენის ქვეშ.

1 კვერცხის და 1ს/კ არაჟანი გავთქვიფოთ და გადავუსვათ ფახლავას.

შემდეგ ღუმელში გამგზავრებამდე ჟარონაზე დავჭრათ რა ზომაზეც გვინდა, ოღონდ ნაზად რადგან ცომი ძალიან რბილია და დავალაგოთ ნიგვზები.

აღმოსავლური ტკბილეული - ფ ა ხ ლ ა ვ ა


ამის შემდეგ, ფახლავა შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სრულ მზაობამდე.

ცხობის დრო დაახლოებით 45 წუთია. რომ გამოცხვება გამოვიღოთ და გადავუსვათ ფაქლავას 2-3ს/კ თაფლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა