ახალი ვარდები, ბამბუკი, სურნელოვანი სანთლები - ფენ შუის რჩევები სიყვარულის მოსაზიდად
უამრავ გოგონას აქვს საკუთარი, პატარა რიტუალი, რომლითაც სიყვარულის მოზიდვას ან შენარჩუნებას ცდილობს. ზოგი ამისთვის სიყვარულის ქვის (ვარდისფერი კვარცი) სამკაულებს ატარებს, ზოგი კი სახლს ფენ შუის ფილოსოფიის შესაბამისად აფორმებს.
ბევრ მარტოხელა ადამიანს, რომელიც პარტნიორს ეძებს, აინტერესებს როგორ მოახერხოს სასიყვარულო ურთიერთიბების მოზიდვა და ეს რჩევები სწორედ მათთვისაა.
ეცადეთ სახლში, განსაკუთრებით კი საძინებელში სანთლები და ახალი ყვავილები ყოველთვის გქონდეთ. ისინი კომფორტულ გარემოს შექმნის გარდა, ფენ-შუის თანახმად, რომანტიკისა და სიყვარულის სიმბოლოებს წარმოადგენენ. ბამბუკი, ახალი ვარდები, სურნელოვანი სანთლები დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, რაც სიყვარულის მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია.
მოაცილეთ სახლიდან დაზიანებული საგნები (მაგალითად, გადამწვარი ნათურები) და ყველაფერი, რასაც თქვეწნი აზრით, უარყოფითი ენერგია ახლავს ან უსიამოვნომოგონებებს უკავშირდება.
ეცადეთ საძინებელში ყოველთვის გქონდეთ რომანტიკული რომანები და სასიყვარულო ნახატები, სადაც ორი ადამიანია გამოსახული. სასურველია, რომ ავეჯიც დააწყვილოთ, მაგალითად, თუ სასტუმრო ოთახში ერთი სავარძელი გაქვთ, მეორეც დაუმატეთ.
მარტოხელა ხართ თუ დაქორწინებული, სიყვარულის გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებათ. მათ, ვისაც გვერდით ახლობელი ადამიანი ჰყავს, სასურველია რამდენიმე ფოტოს გადაიღონ, რომელიც თქვენს ბედნიერებას და სიყვარულს გამოხატავს. განათავსეთ ეს ფოტოები საძინებელში, დერეფანსა და სამზარეულოში. ფენ შუის მიხედვით საძინებელში მხოლოდ მძინარე ადამიანების ფოტოს ათავსებენ.
მოაწყვეთ თქვენი საძინებელი ისე, თითქოს საყვარელ ადამიანს ელით. საწოლის ორივე მხარეს ტუმბოები განათავსეთ და ლოგინზე ორი ბალიში დადეთ. თქვენს კარადაში ერთი თარო ცარიელი უნდა დატოვოთ.
გირჩევთ საძინებელს მოარიდოთ ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი.
საძინებელში რაღაც ყოველთვის უნდა იყოს ვარდისფერი - თეთრეული, ფარდები, ავეჯი, სანთლები ან ყვავილები. ფენ-შუის მიხედვით, ვარდისფერი სიყვარულის, ბედნიერებისა და რომანტიკის სიმბოლოა.