5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ეს დღე გარშემო მყოფი ადამიანების გამო შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ნუ მისცემთ მათ საშუალებას, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში ჩაგითრიონ. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ახლა სიტუაციის გამოსწორება არ უნდა სცადოთ. თქვენი ძალისხმევა ჯერჯერობით წარმატებას არ მოგიტანთ.
კურო
საქმე, რომელიც ახლა დაიწყეთ, არც ისე რთული იქნება, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც კი. ეს ყველაფერი უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.
ტყუპები
თუ ამ დღეს მორალური დახმარება გჭირდებათ, ძველ მეგობრებს უნდა დაუკავშირდეთ. ისინი თქვენი პრობლემიდან მოულოდნელ გამოსავალსიპოვნიან, რაც დაგეხმარებათ სწრაფი და მარტივი გამოსავალი იპოვოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს დაძაბული შრომისთვის მზად არ ხართ. გაითვალისწინეთ,რომ არაკეთილმოსურნე ადამიანები თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავენ, ამიტომ ჭორაობის საფუძველი არ უნდა მისცეთ. შეგიძლიათ ახლობლებს თქვენი პრობლემები გაუზიაროთ და თქვენთვის საინტერესო თემებზე იმსჯელოთ. გირჩევთ სამომავლოდ ერთობლივი სამომავლო გეგმები შეადგინოთ.
ლომი
შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომელიც თქვენს ყურადღებას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. სავარაუდოდ, საკუთარი პოზიციების დაცვა და უდავო არგუმენტების წარდგენა მოგიწევთ. გირჩევთ ახლობლების ინტერესები გაითვალისწინოთ და კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ.
ქალწული
ამ დღეს თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ ენერგიის დანაკლისი შეივსოთ. გამოაღეთ კარადები და გთავისუფლდით ძველი ნივთებისგან, რომელთა გამოყენებას აღარ აპირებთ. თქვენს გარშემო სივრცის გაწმენდა სხეულის ენერგიას გააძლიერებს.
სასწორი
გირჩევთ სამსახურში მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება. გირჩევთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და მოსაზრებებს მოუსმინოთ, რომლებმაც თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწიეს.
მორიელი
ამ დღეს კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს. ეცადეთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ. სანამ ბრაზს გადმოაფრქვევთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის არსებული ურთიერთობა და გჭორდებათ თუი არა ყველაფრის დაკარგვა.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი გატაცებებისთვის. კარგი იქნება თუ სპორტს და რეგულარულ ვარჯიშს თქვენ ცხოვრების ნაწილად აქცევთ. ეცადეთ ადამიანების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. თუ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, ურთიერთობის დაწყება გსურთ, ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ.
თხის რქა
ნუ მოდუნდებით და საქმეს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ. გაცილებით მეტს მიაღწევთ, თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ. კოლეგებთან პროფესიულ თემებზე საუბარმა შეიძლება საინტერესო იდეებისკენ გიბიძგოთ, რაც უდიდეს წარმატებას მოგიტანთ.
მერწყული
შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის. ეცადეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დაივიწყეთ შუაღამემდე კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომა, მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი საკვები და ეცადთ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.
თევზები
გირჩევთ საკუთარი მოვალეობების შესრულებას როგორც სახლში, ისე სამსახურში პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და რთული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ. კარგი იქნება თუ დიდი ხნის წინ დაწყებულ და თაროზე შემოდებულ საქმეებს დაასრულებთ. ეს დღე ხელსაყრელია სწავლისთვის, ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და თვალსაწიერის გაფართოვებისთვის.