თეგებით ძიება
04. 02. 2021 მსოფლიო

ახალი სანქციები რუსეთს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით - სენატორებმა კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს

ამერიკელ სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა კონგრესში შეიტანა კანონპროექტი, რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. სანქციები ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
სანქციები პერსონალურ ხასიათს ატარებს და სავარაუდოდ, დიდ გავლენას არ იქონიებს რუბლის კურსსა და ეკონომიკაზე.

სანქციები უკავშირდება აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას და გადაადგილებას, აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვას. კანონპროექტში კონკრეტული გვარები მითითებული არ არის. თუ კონგრესი მას მიიღებს, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესმენებს უნდა წარუდგინოს რუსი ჩინოვნიკებისა და კერძო პირებბის სია, რომელიც ნავალნის მოწამვლას უკავშირდება. ასევე, თეთრმა სახლმა უნდა განსაზღვროს, არღვევს თუ არა რუსეთი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებიოს აკრძალვის შეთანხმებას.

აღნიშნული კანონპროექტი 2015 წლის თებერვალში ბორის ნემცოვის მკვლელობის საკითხსაც ეხება - თეთრმა სახლმა კონგრესმენებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სრული მონაცემები უნდა წარუდგინოს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა