თეგებით ძიება

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
მნიშვნელოვანი და რთული ამოცანები გელით, რომლებსაც შესანიშნავად გაუმკლავდებით. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენისთვის - დაურეკეთ ადამიანს, ვისთანაც დიდხანს არ გისაუბრიათ და შეხვედრა თხოვეთ. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

კურო
ვარსკვლავების ვარაუდით, ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. თუ დახმარება თავად გჭირდებათ, კარგად დაფიქრდით, მეგობრებიდან რომელს შეუძლია ყველაზე უკეთ თქვენი დახმარება. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისა და გასართობისთვის და ამით დაკარგული ენერგია აღიდგინოთ.

ტყუპები
ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი საკითხის მოსაწესრიგებლად. ეცადეთ ადრე დაშვებული შეცდომების მიზეზები იპოვოთ. პირადი ცხოვრებაში პრობლემები გელით, რადგან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები. შესაძლო მიზეზი ძველი წყენა შეიძლება გახდეს.

კირჩხიბი
ამ დღეს გირჩევთ აქტიურობა შეანელოთ, რადგან თქვენი ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება. ეცადეთ თავი შეიკავოთ უარყოფითი ემოციებისგან. უმჯობესია თქვენი ენერგია ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, შემოქმედებითი მიზნებისკენ მიმართოთ. მაგალითად, ჩაატარეთ სახლის საუძვლიანი დასუფთავება.

ლომი
პროფესიული საქმიანობის სფეროში ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება. უარს ნუ იტყვით ჩანაფიქრზე, რომელიც ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ჩანს. ახლა გულწრფელი საუბრების დრო არ არის. არსებობს შანსი, რომ თქვენი ნათქვამი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებისთვის. ეცადეთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მშობლებთან უფრო ახლო ურთიერთობა დაამყაროთ - ისინი შეცდომების დაშვებისგან დაგიცავენ. შეგიძლიათ თავად გაამრავალფეროვნოთ საკუთარი ცხოვრება ნათელი ფერებით.

სასწორი
პროფესიული საკითხების გადაჭრისას ეცადეთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და თქვენი ანალიტიკური უნარები აამუშავოთ. რამდენიმე თვის წინ დაწყებული სამუშაო შეიძლება საკმაოდ წარმატებით დასრულდეს. გავლენიანი ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია მხარდაჭერა და მფარველობა.

მორიელი
შესაფერისი დრო ცვლილებებისთვის, ასე რომ შეგიძლიათ თამამად შეცვალოთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ. თუნდაც საქმის დასაწყისში გარემოებები თქვენს სასარგებლოდ არ მეტყველებდნენ, მალე ვითარება შეიცვლება და გეგმების განხორციელებას შეძლებთ.

მშვილდოსანი
მოსალოდნელია პროფესიული შეცდომების ალბათობა, ამიტომ რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყაოთ. ოჯახში სიმშვიდე და თბილი ურთიერთობებია, რაც იმედით და ენერგიით გავსებთ. ხელსაყრელი დღეა რემონტის დაწყების ან იმ ნივთის შეძენისთვის, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

თხის რქა
ენერგიით სავსე ხართ და დიადი საქმეების განხორციელებაზე ოცნებობთ. ნებისმიერი, თუნდაც ძალიან რთული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ბიზნეს საქმიანობა შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და კოლეგებთან ურთიერთობისთვის.

მერწყული
ეს დღე შეიძლება სიურპრიზებთან და მოულოდნელ შემთხვევებთან ასოცირდებოდეს, რის გამოც გეგმების შეცვლა და თქვენთვის უჩვეწულო საქმეების კეთება. გაითვალისწინეთ, რომ ახლა საუკეთესო დრო არ არის იმიჯის შესაცვლელად. ზოგადად, ეცადეთ მკვეთრად არაფერი შეცვალოთ.

თევზები
პირად ცხოვრებასა და სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად აქტიურობა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა პრობლემებმა თავი შეგახესნოთ. შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრთან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. უმჯობესია, უკან დაიხიოთ, რადგან გამარჯვებული თქვენ არ იქნებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა