თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

რუსი ექიმი, რომელმაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა

რუსი ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იმ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც მაქსიმიშინი მუშაობდა:

"სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა" – წერია ინფორმაციაში.

უცნობია, რა გახდა რუსი ექიმის გარდაცვალების მიზეზი. ის ნავალნის მოწამლვის შემდეგ გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანამდე მკურნალობდა და, სავარაუდოდ, კარგად იცოდა, თუ რა დაემართა რუს ოპოზიციონერს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა