თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლი გათავისუფლება მოითხოვა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას განაცხადა.

ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვალადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარიც გაიხსენა. მისი თქმით, საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ დრო, როცა აშშ რუსეთის აქტიურობის წინაშე ნებდებოდა, დასრულდა. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკულ დემოკრატიას ზიანი მიაყენოს.

"ჩვენ ეფექტურად აღვუდგებით რუსეთს, თუ ჩვენს პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ", — დაამატა მან.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალურით ჩაანაცვლა და მას 2 წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა