თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენმა მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ოფიციალურ საიტზე განცხადების სახით ავრცელებს.

„ჩვენი ზნეობრივი ლიდერობის აღდგენის მიზნით, მე ასევე დავუგზავნი პრეზიდენტის მემორანდუმს უწყებებს, რათა LGBTQI საკითხებზე ჩვენი ლიდერობა გააძლიერონ საერთაშორისო დონეზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ დიპლომატია ამ ადამიანების უფლებების მხარდაჭერას ემსახურებოდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როგორც ცნობილია, ბაიდენს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანის მიმართ თანაბარი მოპყრობის წესები უნდა ვრცელდებოდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა