თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

ტრამპი კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურაზე ჩვენებას არ მისცემს

აშშ-ის კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურის პროცესში აშშ-ის 45 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენების მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ CNN იუწყება.

„პრეზიდენტი არაკონსტიტუციურ პროცესზე ჩვენების მიცემას არ აპირებს“ - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა.

წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ტრამპს წერილი გაუგზავნეს, სადაც მოითხოვეს, რომ მან 8-დან 11 თებერვლამდე შუალედში ფიცის ქვეშ ჩვენება მისცეს. კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ თუ ტრამპი ამას არ დათანხმდება, ის ამით საკუთარ ბრალს აღიარებს.
ტრამპის ადვოკატები კონგრესში მის დაბარებას „პიარ ხრიკს“ უწოდებენ. რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი კი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა უკანონოა, ვინაიდან ტრამპი არც პრეზიდენტის, არც რაიმე სხვა სახელმწიფო მოხელის თანამდებობას აღარ იკავებს.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა