თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

53 წლის წინ დაკარგული საფულე პატრონს ძველი მოწმობებითა და ფულით სავსე დაუბრუნეს

კალიფორნიელი მამაკაცი ძალიან გაკვირვებული დარჩა, როდესაც 53 წლის წინ დაკარგული საფულე დაუბრუნეს. როგორც თავად იხსენებს, საფულე ანტარქტიკაზე დაკარგა.

პოლ გრიშამი სან–დიეგოდან იხსენებს, რომ მას არ ახსოვს თუ როდის და რა პირობებში დაკარგა საფულე, როდესაც მეტეოროლოგად მუშაობდა ანტარქტიდაზე 1967 წელს.

აღსანიშნავია, რომ საფულე მეტეოროლოგიური სადგურის დაშლის დროს აღმოაჩინეს.

გრიშამის განცხადებით, საფულეში ძველებურად დევს მისი პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სახლის პირობებში გასაკეთებელი წამლის რეცეპტი, ჩეკები და დღის გეგმები, ასევე მცირეოდენი ფული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა