თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

დანია მსოფლიოში პირველი გიგანტური „ენერგო-კუნძულის“ შექმნას აპირებს

დანია გიგანტური კუნძულის შექმნას აპირებს, რომელსაც 3 მილიონი ოჯახის ენერგიით მომარაგება შეეძლება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მსოფლიოში პირველი „ენერგო-კუნძული“ 120 000 კვ.მ-ის სიდიდის იქნება. მისი მასშტაბურობის მიუხედავად, პროექტის ავტორები, მაინც იმედოვნებენ, რომ ისინი სამჯერ უფრო დიდი ზომის კუნძულს შექმნიან.

წყაროს ცნობით, ხელოვნური კუნძული 200 გიგანტური ქარის ტურბინის განთავსების ადგილი იქნება.

აღნიშნული გეგმა, დანიის ისტორიაში ყველაზე დიდ სამშენებლო პროექტადაა მიჩნეული. მისი ღირებულება დაახლოებით, 210 მილიარდ კრონას (34 მილიარდი აშშ დოლარი) გაუტოლდება.

ხელოვნური კუნძული სანაპირო ზოლიდან 80 კილომეტრით მოშორებით, შუა ზღვაში შეიქმნება. მისი გარკვეული ნაწილი მთავრობას, ხოლო დანარჩენი კერძო პირების მფლობელობის ქვეშ იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა