თეგებით ძიება
05. 02. 2021 სპორტი

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში 23 წლის ამერიკელ ტომი პაულს დაუპირისპირდება, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია. ბასილაშვილი ამ დროისათვის კლასიფიკაციაში 39-ეა. აღსანიშნავია, რომ ის 2019 წლის მაისში მსოფლიოში მე-16 ნომერიც იყო.

ბასილაშვილი და პაული ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და გამარჯვეული ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის საუკეთესოს შეხვდება.

შარშანდელ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 6:3 სძლია, შემდეგ კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს ვიხილავთ. ქალების წყვილთა ტურნირში გამო ოქსანა კალაშნიკოვა. ის და მისი ესპანელი მეწყვილე ხეორხინა გარსია მეტოქეთა ვინაობას მოგვიანეით შეიტყობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა