თეგებით ძიება

მოსკოვის თბილისის ფილიალი - საგარეო უწყებასთან გახელაძის პატიმრობის გამო აქცია გრძელდება

აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - ზაზა გახელაძის 12 წლიანი პატიმრობის განაჩენს, სირცხვილიას აქტივისტები დედაქალაქის ცენტრში აპროტესტებენ.

ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმთან ერთად საქარათველოს ხელისუფლებასაც აკისრებენ.

"რასაც არ უნდა აკეთებდეს ოფიციალური თბილისი, სინამდვილეში მოსკოვის თბილისის ფილიალი, როცა ადამიანს ჩვენსავე კონტროლირებად ტერეტორიაზე სოკოს კრეფისას, რომ დაჭრიან, გაიტაცებენ, რაღაცეებს დააბრალებენ, რუსი სამხედროებიც იძახიან, რომ არ უსვრიათ ჩვენი მიმართულებით რა სისულელეაო, აი ამ დროს გიორგი ვოლსკი, არ უნდა გამოეთრეს და არ უნდა გვითხრას, რას ვიზამთ ესაა ოკუპაცია ხან დაგჭრიან და ხან დაგიჭერენო, სახალხო დამცველმა გახელაძის საქმეზე მიიღო ეს პასუხი.

12 წლით რომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხის ქვეშ იქნება ყოველწუთიერად. შეშფოთებას რომ გამოთქვამენ და ამბობენ, ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილებიო, ჯერ ერთი ცოტა მეტიც გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ომი? ამდენი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, რამდენი მოკვდა, რამდენი მიწა წაგვართვეს, როგორ არ გვაქვს ომი, უბრალოდ ნელი ომია, რომელიც ივანიშვილის ქონებას არ უქმნის საფრთხეს."– ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა