თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

ფლორიდაში მოიპარეს მანქანა, რომლითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაჰქონდათ

აშშ-ის ფლორიდის შტატში ავტომობილი მოიპარეს, რომლითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაჰქონდათ. ამის შესახებ nbc12.com იუწყება.

მანქანაში 30 Covid 19-ის ვაქცინის 30 დოზა იყო. მისი საერთო ფასი 10 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ქალაქ პლანტ-სიტის პოლიცია კაცს ეძებს, რომელიც მანქანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. პოლიცია ვარაუდობს, რომ მანქანის მძღოლმა გასაღები სალონში დატოვა და მისი მოპარვა ძალზე მარტივად მოხდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ გამტაცებელმა მანქანაში ვაქცინის არსებობის შესახებ არ იცოდა.

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. აშშ-ში 100 დღეში კორონავირუსისგან 100 მილიონი ადამიანის აცრა იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა