თეგებით ძიება
05. 02. 2021 მსოფლიო

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 7 წლის შემდეგ დაუბრუნდება - Bloomberg

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა გამოითვალეს, რომ ვაქცინაციის ამ ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 75%-ის აცრას 7 წელი დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა გახდება შესაძლებელი.

ამერიკელი მეცნიერები, როგორებიცაა ენტონი ფაუჩი, ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების დასამარცხებლად მოსახლეობის 75%-ის აცრა არის აუცილებელი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაცია ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ღარიბ ქვეყნებში 75%-ის ვაქცინაციისთვის საერთო ჯამში 7 წელი იქნება აუცილებელი.

ისრაელში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი ტემპია მსოფლიოში.იქ მოსახლეობის 75% ორ თვეში იქნება აცრილი. აშშ-ში პროცენტულად მოსახლეობის იგივე რაოდენობა 2021 წლის შემოდგომისთვის იქნება აცრილი, ხოლო კანადას დღევანდელი ტემპებით ამ მაჩვენებლის მისაღწევად 10 წელი დასჭირდება.

ამასთანავე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი ვაქცინაციის ტემპებზე და ახალი ვაქცინების გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში კოვიდვაქცინაცია მხოლოდ ქვეყნების მესამედში დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Goldman Sachs-ის შეფასებით, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 70% 2021 წლის შემოდგომისთვის კორონავირუსისგან აცრილი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა