თეგებით ძიება
06. 02. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა. worldometers.info-ზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის გლობალურად ინფიცირებულია 106 004 046 ადამიანი.

ყველაზე რთული ვიტარება აშშ-შია, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 27 407 324 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 470 705 პაციენტი.

აშშ-ს მოსდევს ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

ჯამში, მსოფლიოში covid-19-ს 2 311 015 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულია 77 788 682 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა